საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი გამართა. ჩვენი მოწინააღმდეგე გერმანია იყო, რომელმაც პირველ ეტაპზე სამივე თამაში მოიგო და საქართველოსთანაც ფავორიტად ითვლებოდა. საბოლოოდ გამარჯვება გერმანიის ნაკრებს დარჩა – 100:73.
გერმანიამ პრაქტიკულად გაინაღდა 1/4-ფინალში თამაში, ხოლო საქართველო მომდევნო ეტაპზე გასვლაზე ვეღარ იფიქრებს. მომდევნო მატჩს ილიას ზუროსის გუნდი 3 სექტემბერს ავსტრალიასთან ჩაატარებს