უკრაინელ პოლიციელს, რომელიც ბრალს არ აღიარებს, რომელმაც ჯუმბერ სილაგავა მოკლა, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად შინაპატიმრობა შეუფარდა

დნიპროში 29 აგვისტოს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც სამართალდამცველმა მოქალაქე ჯუმბერ სილაგავა სასიკვდილოდ დაჭრა, სასამართლომ პატრულის თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიებად შინაპატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

ჟურნალისტების ინფორმაციით, დაცვის მხარე განზრახ მკვლელობის ეჭვს უსაფუძვლოდ მიიჩნევს, ისევე, როგორც – დაკავებას. ადვოკატები სამართალდამცველისთვის შინაპატიმრობის შეფარდებას ითხოვდნენ. მედიის ცნობით, ადვოკატი აცხადებს, რომ პატრულს საავადმყოფოში მკურნალობა ესაჭიროება, რადგან მას მძიმე დაზიანებები აღენიშნება. თავად პატრულის თანამშრომელი სხდომას ვიდეოზარით შეუერთდა და განაცხადა, რომ ბრალს არ აღიარებს.

უკრაინის ქალაქ დნიპროში პოლიციამ, სამობილიზაციო ღონისძიებების ფარგლებში, ჯუმბერ სილაგავა გააჩერა. ერთ-ერთმა პოლიციელმა სილაგავა მეუღლისა და ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ზურგში გასროლით მოკლა.

https://nfgeorgia.info/2023/08/31/politsias-ar-daemorchila-da/

http://https://nfgeorgia.info/2023/08/31/ukrainashi-qarthveli-mebrdzolebidan-romelma-gaaprotesta-gushin-qarthvelis-mkvleloba-ras-tsers-nathia-beridze-silagavas-mkvlelobas-2-video/

https://nfgeorgia.info/2023/08/31/rogor-apraveben-e-ts-liberalebi-ukrainashi-bavshvebis-da-meughlis-thvaltsin-mier-politsielis-mier-jumber-silagavas-mkvlelobas/