პეკინმა ტაიფუნ „საოლას“ ხმელეთამდე მისვლამდე ყველაზე მაღალი (10 ბალიანი) გაფრთხილება გამოსცა, რაც შემდეგ 8-მდე შეამცირა. ახლა ჩინეთში, ბოლო წლების განმავლობაში, ყველაზე მომაკვდინებელი ქარიშხალი მძვინვარებს, წერს Deutsche Welle.
„სამხრეთ ჩინეთში სიცოცხლე შეჩერებულია“, – ასე ახასიათებს მედია სამხრეთ ჩინეთში არსებულ ვითარებას და წერს, რომ იქ ყველანაირი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია – როგორც საგზაო, ისე სარკინიგზო და ასევე საჰაერო – მთავარ რეგიონულ რაიონებში, 460-ზე მეტი ფრენა გაუქმდა.
ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქარის სიჩქარემ, დაახლოებით 160 კილომეტრი საათში (99 mph) შეადგინა, როდესაც ის პროვინციის ქალაქ ჟუჰაიში მოხვდა.
„ხეები დაეცა და ბილბორდის ნიშნები ქარებმა წაშალა“ – წერია სტატიაში. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ქარიშხლის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო, 50-მდე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამჟამად უხვი ნალექი ჰონკონგის სხვადასხვა ნაწილში ნარჩუნდება. თითქმის 900,000 ადამიანი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.
ამასთან, 1-ელ სექტემბერს ჩინეთში ახალი სასწავლო წელი უნდა დაწყებულიყო, თუმცა სტიქიით დაზარალებულ ქალაქებში, სასწავლო წლის დაწყება მომდევნო კვირამდე გადაიდო.