რუსეთი აცხადებს, რომ მისი უახლესი ბალისტიკური რაკეტა “სარმატი” საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანეს.
„თერმობირთვული რაკეტის “სარმატი” -ის გამოყენება უკვე შესაძლებელია. ის საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანეს“, – განაცხადა იური ბორისოვმა, სახელმწიფო კოსმოსური კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა.
ცნობისთვის, ახალი რაკეტის „სარმატის“ გამოცდა, რომელსაც დასავლეთმა უწოდა „სატანა 2“ მოსკოვმა უკრაინაში ომის მეორე ფაზას დაამთხვია.
რაკეტა „სარმატი“ მეხუთე თაობის იარაღია და მისი მთავარი უპირატესობა სხვა ანალოგებთან ისაა,
რომ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს მისი განადგურება უჭირთ.
საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის მთავარ უპირატესობად მისი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მიერ მისი განადგურების სირთულე სახელდება.
„მას არ აქვს მსოფლიოში ანალოგი და არც დიდი ხნის განმავლობაში ექნება. ეს მართლაც უნიკალური იარაღი გააძლიერებს ჩვენი შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალს, საიმედოდ უზრუნველყოფს რუსეთის უსაფრთხოებას გარე საფრთხეებისგან და ორჯერ დაფიქრებას აიძულებს მათ, ვინც გაცხარებული აგრესიული რიტორიკით ცდილობს ჩვენ ქვეყანას დაემუქროს“, – აცხადებდა პუტინი.
ახალი, რუსული, მეხუთე თაობის, მძიმე ბალისტიკური რაკეტა გათვალისწინებულია აშშ-ში ბოლო წლებში შექმნილი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის გადასალახავად.