პუტინი – რუსეთი დაუყოვნებლივ დაუბრუნდება „მარცვლეულის შეთანხმებას“, როგორც კი ჩვენი პირობები შესრულდება

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სოჭში თურქ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე „მარცვლეულის შეთანხმების“ შესახებ ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდება მარცვლეულის შეთანხმებას, თუკი რუსული მხარის პირობები დაუყოვნებლივ შესრულდება.

„რუსეთი დაუბრუნდება „მარცვლეულის შეთანხმებას“, თუკი ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდება“, – აღნიშნა პუტინმა.

ამასთან, პუტინის თქმით, რუსეთი ბევრჯერ მოატყუეს.

გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინამ გამოიყენა ჰუმანიტარული დერეფნები შავ ზღვაში „რუსეთის სამოქალაქო სამხედრო ობიექტებზე ტერორისტული თავდასხმებისთვის“.

პუტინმა თქვა, რომ „ამის მოთმენა აღარ შეიძლება“.