სოჭში 4 სექტემბერს გამართულ მოლაპარაკებაზე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „მარცვლეულის“ შეთანხმებაზე კონკრეტულ გადაწყვეტილებას ვერ მიაღწიეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
შეხვედრაზე არანაირი დოკუმენტების ხელმოწერა არ მომხდარა. შეხვედრა დაახლოებით სამ საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა მას „კონსტრუქციული“ უწოდა.
მარცვლეულის შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელზეც შეთანხმება ვერ მოხერხდა, პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი იძულებული იყო ამ შეთანხმებიდან გასულიყო, რადგანაც დასავლეთის ქვეყნებმა ის მოატყუეს. პუტინის თქმით, რუსეთი მარცვლეული შეთანხმებას მხოლოდ გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში დაუბრუნდება. ამ პირობებში შედის რუსეთის სოფლის მეურნეობის ბანკის ჩართვა SWIFT-ის სისტემაში, დაზღვევის და სატრანსპორტო ლოგისტიკაზე აკრძალვის მოხსნა, სოფლის მეურნეობის ტექნიკისთვის უცხოური ნაწილების მიწოდების განახლება, ასევე ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის მუშაობის განახლება და სანქციებში მოხვედრილი რუსული კომპანიების აქტივებზე ბლოკის მოხსნა.
ასევე პუტინმა უკრაინა იმაში დაადანაშაულა, რომ ის შავ ზღვაში უსაფრთხოების დერეფანს სამხედრო მიზნებისთვის იყენებდა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მარცვლეულის თემაზე მოლაპარაკება გაგრძელდება., მისი თქმით, რუსეთი თურქეთში კიდევ ერთ ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს.