ჩინეთს ტაიფუნმა გადაუარა

ჩინეთს ტაიფუნმა „ჰაიკუიმ“ გადაუარა. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, კერძოდ ფუძიანის პროვინციაში სტიქიამ ძლიერი წვიმა, ქარი და წყალდიდობა გამოიწვია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაღუპულის შესახებ. ფუძიანის პროვინციაში, ტაიფუნის გამო დაიტბორა ქუჩები, საცხოვრებელი სახლები და საავტომობილო გზები.

რეგიონში განგაშის წითელი დონე ამოქმედდა. სტიქიის ზონიდან 114 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.