საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა 5 ჩინური კომპანიას სურს (ტენდერი)

საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა 5 ჩინური კომპანიას სურს – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ 245,886- მილიონიან ტენდერში განაცხადი სწორედ ამ რაოდენობის კომპანიას აქვს შეტანილი.

სატენდერო დოკუმენრაციის მიხედვით, საქმე ეხება საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის სტეფანწმინდა-გველეთის საავტომობილო გზის (კმ 0+440 კმ 4+940 მონაკვეთის, ლოტი-1) მშენებლობას.

ტენდერში წინადადებების მიღება 14 აგვისტოს დაიწყო და მიღება 18 აგვისტოს დასრულდა, ამჟამად ტენდერი შერჩევა/შეფასების ეტაპზეა.

 

bpn.