კითხვა (სააგენტო “იპნ“-ს თანამშრომელი): მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ოფიციალურად აქვს გაცხადებული, რომ სურს ევროკავშირისა და ნატოს წევრობა, ამ ზაფხულში საქართველოსა და ჩინეთის მთავრობამ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება რომ სტრატეგიული პარტნიორები არიან. მოსკოვიდან როგორ გამოიყურება საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა?
პასუხი (რუსი ისტორიკოსი, მწერალი): არა მგონია, რუსეთი საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებას დიდ ყურადღებას აქცევდეს. საქართველოში რომ ჩინეთმა რუსეთი ჩაანაცვლოს, ამის შანსებს ვერ ვხედავ.
შესაძლოა, ჩინეთსა და საქართველოს ჰქონდეთ ერთმანეთთან დაახლოების სურვილი, მაგრამ, ჩინეთი საქართველოსგან საკმაოდ შორსაა და პეკინისთვის სამხრეთ კავკასია არც ისე მნიშვნელოვანი რეგიონია.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მიმართულებით ჩინეთმა გარკვეული ნაბიჯი გადადგა, ფაქტია ისაა, რომ ამ ნაბიჯებს შემდეგი ნაბიჯები ჯერ არ გვინახავს და თუ ვნახეთ, შესაძლოა, ისინი ისეთი დიდი არ იყოს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.