კიდევ ერთი სტიქია თურქეთში. სტამბულს კოკისპირული წვიმა დაატყდა თავს, რომელმაც ნახევარი ქალაქი ჩაძირა.
ამჟამად თურქეთის მთავარ ქალაქში მძიმე მდგომარეობაა. პარალიზებულია ტრანსპორტი, მეტროს სადგურებში წყალი დგას, ქუჩებში ნიაღვრები მოედინება.
ეროვნული ბიბლიოთეკის შენობას წყლით დაფარვა ემუქრება, უკვე არის ცნობები დაღუპულების შესახებ.