“ეს იყო გაყალბებული არჩევნები და ის მოიპარეს, რომ არ გაყალბებულიყო ჩვენი არჩევნები პუტინი არასდროს შეიჭრებოდა უკრაინაში…” – ტრამპი

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებაზე უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის წამოწყების შესახებ.

ტრამპის თქმით, პუტინი ვერ გაბედავდა ასეთი ნაბიჯის გადადგმას მისი პრეზიდენტობის პერიოდში.

ამასთან, ტრამპი აღნიშნავს, ის რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყოს, ის არ იქნებოდა დაინტერესებული ჩინეთ-ტაივანის ურთიერთობებით.

დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება წაართვეს.

„პუტინი უკრაინაში არასოდეს შეიჭრებოდა, რომ არ გაყალბებულიყო ჩვენი არჩევნები. ეს იყო გაყალბებული არჩევნები და ის მოიპარეს. ეს არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, მილიონობით ადამიანი იქნებოდა ახლა ცოცხალი“, – დასძინა ტრამპმა.

როგორც მედია წერს, ტრამპმა ვერ ახსნა, თუ როგორ უზრუნველყოფდა მისი გამარჯვება 2020 წლის არჩევნებში უკრაინაში მშვიდობას. რუსეთის ომის შეჩერების ერთადერთი გზა არის მოსკოვის დაშინება აშშ-ის სამხედრო ინტერვენციით. როგორც ჩანს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტრამპი განახორციელებს ასეთ მუქარას.