სტრასბურგის სასამართლო – ნიკა მელიას დაკავების საქმეზე ადამიანის უფლებათა კონვენციის მუხლების დარღვევას ადგილი არ ჰქონია

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვტილება გამოაქვეყნა.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ საქმეზე „მელია საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია თავისუფლების, უსაფრთხოების უფლების დარღვევას და უფლებების შეზღუდვის გამოყენების ფარგლების დარღვევას.

საქმე ეხებოდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნიკა მელიას 2019 წელს დაპატიმრებასა და ელექტრონული სამაჯურის მიმაგრებას. სასამართლომ დასაშვებად ცნო სარჩელი და დაადგინა, რომ არ მომხდარა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეხუთე მხულის პირველი პუნქტის დარღვევა (თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება). ასევე, სასამათლომ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-18 მუხლის (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) დარღვევას კონვენციის მე-5 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში. ასევე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ კონვეცნიის მე-5 მუხლის მესამე პუნქტის ფარგლებში ცალკე საკითხი არ წარმოიქმნება.

სტრასბურგის სასამართლო დაეთანხმა საქართველოს სასამართლოებს, რომ სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებისას, საქმეში არსებული მასალები ადასტურებდა „საფუძვლიან ეჭვს“, კონვენციის მე-5 მუხლის მნიშვნელობით, რომ მელიამ შესაძლოა, ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული.

„მიზეზები, თუ რატომ იყო საჭირო პრევენციული ზომების გამოყენება მისი მიმალვის, მტკიცებულებების ხელყოფის ან ხელახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად, სრულად იყო წარმოდგენილი 2019 წლის 27 ივნისისა და 2 ივლისის სასამართლოს გადაწყვეტილებებში. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა ითვალისწინებდა გირაოს წინასწარ პატიმრობაში გადაქცევას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების დადგენილების დაუცველობის სიტუაციებში“, – აღნიშნულია სასამართლოს პრესრელიზში