ჟოზეფ ბორელი საქართველოს პარლამენტში შეხვედრას მართავს

ამ წუთებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი შეხვედრას საქართველოს პარლამენტში მართავს. ჟოზეფ ბორელს პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ხვდებიან.

მანამდე ჯოზეფ ბორელი საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა. მთავარი თემა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაა. ერთ საათში კი ჯოზეფ ბორელი და ირაკლი ღარიბაშვილი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.