რუსეთმა ფინეთის საზღვართან სამხედრო ბაზების მოწყობა დაიწყო – ფინური მედია

რუსეთმა ფინეთის საზღვართან სამხედრო ბაზების მოწყობა დაიწყო. ინფორმაციას ფინური მედია ავრცელებს.

მედია წერს, რომ რუსეთის ფედერაციამ მრავალი წლის შემდეგ კვლავ დაიწყო ინვესტიციების განხორციელება ფინეთის საზღვართან ახლოს სამხედრო ბაზების მოწყობაში.

ფინეთის თავდაცვის მინისტრის, ანტი ჰაკინენის თქმით, სატელიტურ სურათებში დაფიქსირებული ცვლილებები ფინეთს საფრთხეს არ უქმნის.

ფინური გამოცემა, ასევე, აღნიშნავს, რომ პეტროზავოდსკში სამხედრო საწყობის პრიორიტეტული ამოცანა სავარაუდოდ უკრაინის ფრონტზე აღჭურვილობის მიწოდებაა.