შვედეთის ნატოში შესვლა და თურქეთისთვის F-16-ების შეძენა ცალკე უნდა განიხილებოდეს – ერდოღანი

თეთრი სახლი F-16 გამანადგურებლების გაყიდვას თურქეთის მიერ შვედეთის ნატოში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირებას უკავშირებს, მაგრამ ეს პროცესები ცალკე უნდა განიხილებოდეს“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ნიუ-დელიში G20 სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას ერდოღანმა თქვა, რომ ის ესაუბრა თეთრი სახლის ლიდერ ჯო ბაიდენს, სადაც განიხილეს F-16-ების თურქეთისთვის გადაცემის საკითხი.

ერდოღანის თქმით, ბაიდენმა F-16-ების მიწოდება თურქეთის ქმედებებს დაუკავშირა შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადის რატიფიცირების მიზნით.

„ეს მიდგომა სერიოზულად გვაწუხებს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

თურქეთმა ოქტომბერში მიმართა შეერთებულ შტატებს, რათა შეეძინა 40 F-16 თვითმფრინავი და თითქმის 80 კომპლექტი მისი სამხედრო თვითმფრინავების მოდერნიზაციისთვის.