აშშ-ის სენატორი დემოკრატიული პარტიიდან ელისაბედ უორენი უკრაინაში ილონ მასკის ქმედებების გამოძიებას მოითხოვს. საუბარია ინციდენტზე, როდესაც მასკმა ჩუმად გამორთო Starlink-ის ინტერნეტი, რის გამოც უკრაინამ ყირიმის სანაპიროსთან მყოფ რუსულ სამხედრო ხომალდებზე შეტევა ვერ შეძლო. ინფორმაციას Nexta live ავრცელებს.
„კონგრესმა უნდა გამოიძიოს ეს ფაქტო და გაარკვიოს, გაგვაჩნია თუ არა იმის ადეკვატური ინსტრუმენტები, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა მთავრობამ და არა ერთმა მილიარდერმა განახორციელოს“, – განაცხადა უორენმა.
13 სექტემბერს, კაპიტოლიუმში სენატორებთან ილონ მასკისა და აშშ-ის ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენელთა დახურული შეხვედრა გაიმართება.