რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის შეხვედრა შორეულ აღმოსავლეთში გაიმართება, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, იქნება მოლაპარაკება დელეგაციებს შორის, ასევე პირისპირ შეხვედრა და ოფიციალური ვახშამი კიმ ჩენ ინის პატივსაცემად.
პრეზიდენტის პრესმდივნის თქმით, მოლაპარაკებების დროს მოხდება აზრთა გაცვლა რეგიონში არსებულ სიტუაციაზე და ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობებზე. მხარეები ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ. თუმცა, პრესკონფერენციები არ იგეგმება.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ანდრეი რუდენკოს თქმით, შესაძლებელია ფხენიანისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის საკითხის განხილვაც.