აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის აიხან ჰაჯიზადის განცხადებით, სომხეთის მიერ ნებისმიერ დროს შესაძლო სამხედრო პროვოკაცია ეჭვქვეშ აყენებს აზერბაიჯანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ყარაბაღის რეგიონის ჩათვლით, რაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.
„რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი პირობაა სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა ჩვენი ტერიტორიიდან, სომხეთმა უარი უნდა თქვას თავის პრეტენზიებზე“, – აცხადებენ აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში.
ამასთან, 13 სექტემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა თქვა, რომ სომხეთის პრემიერის ნიკოლ ფაშინიანის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამშვიდობო პროცესის მომავალს.