ფაშინიანი: უკრაინაში განვითარებული მოვლენების შედეგად რუსეთის შესაძლებლობები შეიცვალა – სომხეთს აღარ შეუძლია დაეყრდნოს მოსკოვს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გარანტს

ამერიკულ გამოცემა POLITICO-სთან ინტერვიუში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის კატასტროფული შეჭრის გამო, სომხეთს აღარ შეუძლია დაეყრდნოს მოსკოვს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გარანტს.

„უკრაინაში განვითარებული მოვლენების შედეგად რუსეთის შესაძლებლობები შეიცვალა. ჩვენი სტრატეგია ის უნდა იყოს, რომ ასეთ სიტუაციაში მაქსიმალურად შევამციროთ სხვებზე დამოკიდებულება. ვინდა, რომ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა გვქონდეს, მაგრამ უნდა გვქონდეს გზები, როგორ ავიცილოთ დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის შეჯახებების ცენტრში ყოფნა. არ უნდა არსებობდეს შესაძლებლობა, რომელშიც სომხეთი „პროქსი“ გახდება. ეს დაუშვებელია“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის მთავრობის მეთაურის თქმით, მოდელი, როდესაც სომხეთას აქვს პრობლემები მეზობლებთან და “ჩვენ უნდა მოვიწვიოთ სხვები, რომ დაგვიცვას” – არ აქვს მნიშვნელობა ვინ არიან ეს სხვები – არის ძალიან დაუცველი მოდელი.