მთავრობა ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 6.5%-მდე ზრდის

მთავრობა ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 6.5%-მდე ზრდის, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

„ჩვენ ბიუჯეტი დაგეგმილი გვქონდა 5,5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე. იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ვზრდით პროგნოზს ეკონომიკური ზრდის 6,5%-მდე, ამან საშუალება მოგვცა, რომ დამატებით თანხები გამოგვეყო სხვადასხვა მიმართულებით“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროგნოზი მცირდება 3,3%-მდე, ასევე, შემცირებულია ინფლაციის წლიური საპროგნოზო მაჩვენებელი, რომელიც შეადგენს 2.6%-ს.