სახალხო დამცველი აშშ-ში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს

სახალხო დამცველი შეერთებულ შტატებში პირველ ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ლევან იოსელიანი ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში, დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მათთვის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს და სახალხო დამცველის ინსტიტუტთან მჭიდრო კოორდინაციას გაუსვეს ხაზი.