2023 წელს, იანვარ-ივნისში, საქართველოში 19 431 ბავშვი დაიბადა, 21 944 ადამიანი გარდაიცვალა – საქსტატი

2023 წელს, იანვარი-ივნისის პერიოდში, საქართველოში 19 431 ბავშვი დაიბადა, 21 944 კი გარდაიცვალა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებშია საუბარი. საქსტატმა ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლები ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა:

2023 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) – 2 513 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისში (340), აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (870) და ქვემო ქართლის რეგიონში (145), – წერს საქსტატი.

რეგიონების მიხედვით კი ეს სტატისტიკა ასე გამოიყურება:

სავარჯიშო ინვენტარი

 

საქსტატი წერს, რომ ეს წინასწარი მონაცემებია და დაზუსტებული მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება 2024 წლის მარტის ბოლოს.