ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში გაემგზავრა, პრემიერი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიას დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

პრემიერი ვიზიტის ფარგლებში ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. სიტყვით გამოსვლამდე ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრება.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.