ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, თანაპარტიელებთან ერთად, წყალტუბოში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აღმართეს.
როგორც ოპოზიციური პარტიების ლიდერები აცხადებენ, ქვეყნის მასშტაბით ყველგან ჩავლენ და სიმბოლურად აღმართავენ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს.
„ევროკავშირი გვჭირდება უსაფრთხოებისთვის, ეკონომიკური დოვლათისთვის, გვჭირდება იმისთვის, რომ ყველა სოფელსა და ქალაქში უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის კეთილდღეობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიმბოლურად ვიწყებთ წყალტუბოდან, იმ სოფლიდან, სადაც რუსულ პარტიას არასდროს გაუმარჯვია. მაქსიმალურად ყველა სოფელში, ყველა მუნიციპალიტეტში ჩავალთ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს აღვმართავთ იმის ნიშნად, რომ საქართველო არის ევროპა და საქართველოს მოქალაქეების დიდ უმრავლესობას უნდა ევროკავშირში. ეს სურვილი განპირობებულია იმით, რომ საქართველო იყოს ერთიან, უსაფრთხო და ეკონომიკურად უზრუნველყოფილი. ამიტომ, ამ სიმბოლურ აქტს განვახორციელებთ ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტში. ყველგან ჩავალთ და ჩავიტანთ იდეას, რომელიც არის საქართველოს ევროპული მომავალი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.