რაო, ჩვენი ოპოზიციის პრაქტიკაშიც ყოფილა მშობლების საჩუქარი შვილებზე? მედია-ქილერებს ჯერ თავისიანებით რომ დაეწყოთ, არ აწყენდათ, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
მისი თქმით ნიკა მელიას მიერ შევსებულ დეკლარაციაში მითითებულია, რომ მან მამისგან საჩუქრად 10 000 დოლარი მიიღო, რაზეც ოპოზიციურ მედიას კითხვები არ გასჩენია.
„რაო, ჩვენი ოპოზიციის პრაქტიკაშიც ყოფილა მშობლების საჩუქარი შვილებზე? მედია-ქილერებს ჯერ თავისიანებით რომ დაეწყოთ, არ აწყენდათ. კარგად ჩახედონ კოლექტიური მელიების შევსებულ დეკლარაციებს და პრემიერზე შემდეგ აცხონ პასკვილები.
მესმის მელიას მამას მაღალი ანაზღაურება აქვს, ხელგაშლილია, 10 000 დოლარი რა არის ბატონი ანზორისთვის, მაგრამ მისი შვილის აღსრულების ეროვნულ ბიუროში მუშაობის პერიოდში, როგორ შეიძინა მან ამხელა ქონება, რომელიც ვერანაირად ვერ სწვდება მის წლიურ შემოსავალს. კოლექტიურ მელაძეებს არ აქვთ სურვილი მძაფრსიუჟეტიანი „ფილმი“ გააკეთონ მელიასა და მსგავსი მამებისგან დასაჩუქრებულ შვილებზე?”. – წერს ფოჩხუა Facebook-ზე.