თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ყარაბაღის საკითხის მოგვარების მიზნით, თურქეთის, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების ოთხმხრივი შეხვედრის ინიციატივით გამოვიდა.
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, შეხვედრაში არ უნდა მიიღონ მონაწილეობა იმ ლიდერებმა, ვისაც ეს საკითხი არ ეხება.
„ჩვენ გავაკეთეთ ასეთი შეთავაზება. ჩვენ ჯერ არ მიგვიღია რაიმე დადებითი ან უარყოფითი გამოხმაურება და ამ საკითხს კიდევ განვიხილავთ ბატონ ალიევთან, დავამუშავებთ და ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენებს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.