პრაღაში ათასობით ადამიანი მთავრობის პროდასავლური პოლიტიკის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდა.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ჩეხეთის დედაქალაქში ქვეყნის მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე შეკრებილმა პრორუსული ოპოზიციური პარტიის ათასობით მხარდამჭერმა, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა და უკრაინის სამხედრო დახმარება გააკრიტიკა.
საპროტესტო აქცია ორგანიზებული იყო არასაპარლამენტო მოძრაობა PRO-ს მიერ, რომელიც არის ნაციონალისტური, პრორუსული და ანტიდასავლური ხაზის მიმდევარი.
საინფორმაციო სააგენტო CTK-ს მონაცემებით, დემონსტრაციაში დაახლოებით 10 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
როგორც სიტყვით გამოსვლისას აქციის ორგანიზატორი პარტიის ლიდერმა, ინდრიხ რაიხლმა განაცხადა, ჩეხეთმა ვეტო უნდა დაადოს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების ნებისმიერ მცდელობას. ამასთან მან დადებითად შეაფასა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოლიტიკა. რაიხლი ასევე გამოვიდა ბრიუსელის საპირწონედ ცენტრალური ევროპის ქვეყნების ალიანსის შექმნის ინიციატივით.