97 წლის კაცი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც მსოფლიოს უხუცესი მოტომრბოლელი?️

გინესის რეკორდების წიგნმა მსოფლიოს უხუცესი მოტომრბოლელი გამოავლინა. ის ახალი ზელანდიის მცხოვრები ლესლი ჰარისია, რომელმაც ოკლენდში გამართულ მოტომრბოლელების ყოველწლიურ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. ეს მის 98-ე დაბადების დღემდე რამდენიმე კვირით ადრე მოხდა.

ჰარისსთან ერთად შეჯიბრში მისი 64 წლის ვაჟი როდი და 21 წლის შვილიშვილი ოლივია მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ ლესლიმ ფინიშის ხაზს თავისი ოჯახის წევრებზე ადრე მიაღწია – ოლივიამ 21-ე ადგილი დაიკავა, როდმა მე-8, ლესლიმ კი მე-4.

როდი, ლესლი და ოლივია

პირველად ჰარისმა შეჯიბრში 1953 წელს მიიღო მონაწილეობა, 2019 წელს, 93 წლისამ ახალი ზელანდიის მოტორბოლა მიიღო. თუმცა, შემდეგ თეძოზე ოპერაცია ჩაიტარა და გარკვეული პერიოდი მოტოციკლის მართვა აკრძალული ჰქონდა.

საყვარელ ჰობის კაცი მხოლოდ ახლა დაუბრუნდა. ის ამბობს, რომ წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე რბოლაში აპირებს მონაწილეობის მიღებას.