კანადა უკრაინის დასახმარებლად დამატებით 24 მილიონ დოლარს გამოყოფს

კანადის თავდაცვის მინისტრის, ბილ ბლერის თქმით, კანადა უკრაინის დასახმარებლად 24 მილიონ დოლარს გამოყოფს.

თანხა დიდი ბრიტანეთის მიერ დაფუძნებულ „უკრაინის საერთაშორისო ფონდში“ ჩაირიცხება. ამ თანხით უკრაინა მოკლე და საშუალო დისტანციის ასობით საზენიტო რაკეტას შეიძენს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კანადის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების ჯამური მოცულობა 8 მილიარდ დოლარს აჭარბებს.