პატიმართა გაცვლის ფარგლებში ვაშინგტონმა და თეირანმა ხუთ-ხუთი პირი გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, აშშ ასევე 6 მილიარდი დოლარის ღირებულების ირანული აქტივებისთვის ყადაღის მოხსნას დათანხმდა.
ამასთან, მედიის ინფორმაციით, ხუთივე მათგანი უკვე კატარის დედაქალაქ დოჰასკენ მიმავალ რეისზე იმყოფება, საიდანაც სამშობლოში გაემგზავრებიან.
გათავისუფლებული აშშ-ის მოქალაქეებიდან მხოლოდ სამია იდენტიფიცირებული, ორი პირის ვინაობა არ საჯაროვდება.