ფინეთის პრეზიდენტი ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს რეალურად მიიჩნევს

ფინეთის პრეზიდენტი ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს რეალურად მიიჩნევს. ამის შესახებ საული ნიინისტომ New York Times-ს განუცხადა.

მისივე განმარტებით, ომი უკრაინაში დიდხანს გაგრძელდება, რამაც შეიძლება მოულოდნელი შედეგები გამოიწვიოს, მაგალითად – ბირთვული იარაღის გამოყენება.

„ჩვენ ძალიან ფეთქებად გარემოში ვართ, როცა უმნიშვნელო მოვლენამაც შეიძლება ვითარების უარესობისკენ შეცვალოს. ასეთია მასშტაბური ომის რისკი. ამასთან, უზარმაზარია ბირთვული იარაღის გამოყენების რისკიც“, – აღნიშნა ნიინისტომ.