საქართველოს ევროპული მომავალი აქვს. ამ მომავლისთვის არა მხოლოდ საქართველოს აქვს ზოგიერთი რეფორმა გასატარებელი, არამედ გაფართოებისთვის რეფორმირება სჭირდება ევროკავშირსაც, – ამის შესახებ საფრანგეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე პიერ ალექსანდრ ანგლადემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, საჭიროა ყველა მხარე მზად იყოს გაფართოების პროცესისთვის.
„საქართველო რეკომენდაციებს როდესაც შეასრულებს, ერთ დღეს ის იქნება ევროპული. როდესაც მივიღებთ ევროკომისიის ანგარიშს, ამის შემდეგ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენი გზავნილი ძალიან ცხადია – როგორც კი საქართველო კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო რეფორმებს განახორციელებს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე დისკუსიების დაწყება შეგვეძლება. საქართველო არის ევროპული ქვეყანა და მისი ადგილი ევროკავშირშია. სწორედ ამისთვისაა საჭირო რეფორმების შესრულება, ევროკავშირსაც სჭირდება მომზადება გაფართოებისთვის, რადგან ეს პროცესი მხოლოდ საქართველოს კი არ ეხება, არამედ მოლდოვას, უკრაინასა და ბალკანეთის ქვეყნებს. თუ გვსურს, ყველა ერთად იყოს წარმატებული, საჭიროა ყველა მხარე მზად იყოს ამ პროცესისთვის“, – განაცხადა პიერ ალექსანდრ ანგლადემ.