ჰანტერ ბაიდენი შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახურს უჩივის

ჰანტერ ბაიდენი შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახურს უჩივის და კომპენსაციის სახით, თითოეულ უკანონოდ გამოქვეყნებულ დოკუმენტზე 1000 დოლარის ოდენობით თანხას, ასევე იურიდიული ხარჯების ანაზღაურებასა და საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაჯაროებას ითხოვს. ამის შესახებ Associated Press წერს.

ჰანტერ ბაიდენი შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო ინფორმაციის უკანონოდ გასაჯაროების გამო ჩივის. გამოცემის ცნობით, სარჩელი ორი ოფიცრის მიმართ არის შედგენილი, რომლებმაც ჰანტერ ბაიდენის ბიზნესგარიგებების შესახებ მიმდინარე გამოძიების დეტალებთან დაკავშირებით კონგრესს ჩვენება მისცეს.

სარჩელში ბაიდენის ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ამით მათი კლიენტის პირადი ცხოვრების კონფიდენციალურობა დაირღვა.