ემანუელ მაკრონმა მკაცრად დაგმო აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღში ძალის გამოყენება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მკაცრად დაგმო აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღში ძალის გამოყენება.

“შეტევა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და მოლაპარაკებები უნდა განახლდეს მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების თემაზე”, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.