რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყარაბაღის საშიში რაიონებიდან რუსი სამხედროების მიერ მიერ ორი ათასზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრების ევაკუაციის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. უწყების ცნობით, ევაკუირებულთა ნახევარზე მეტი ბავშვია.
„სულ ევაკუირებულია 2000-ზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრები, მათგან 1049 ბავშვია. ყველა ევაკუირებული უზრუნველყოფილია დროებითი განთავსების ადგილითა და ცხელი კვებით“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანმა ყარაბაღში ოპერაციის შეჩერების შესახებ განაცხადა. მანამდე, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაციაში თქვეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსი მშვიდობისმყოფელების შეთავაზებას დათანხმდნენ.