სტოლტენბერგი: უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინას სასწრაფოდ ესაჭიროება საჰაერო თავდაცვა, მათ შორის საბრძოლო მასალა, სათადარიგო ნაწილები და იმ სისტემების ტექნიკური მომსახურება, რომლებიც უკრაინელ სამხედროებს უკვე აქვთ.

“თუ ჩვენ გვინდა ომის დასრულება, თუ გვინდა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა, მაშინ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა სწორი გზაა. უკრაინას სჭირდება უამრავი განსხვავებული ტიპის მხარდაჭერა”, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანი.

“სასწრაფოდ არის საჭირო საჰაერო თავდაცვა, არა მხოლოდ ახალი სისტემები, არამედ საბრძოლო მასალები, ტექნიკური მომსახურება, სათადარიგო ნაწილები. […] ჩვენ გვჭირდება უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების მხარდაჭერა”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.