ირაკლი ღარიბაშვილი ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენისა და მისი მეუღლის, ჯილ ბაიდენის სახელით მსოფლიო ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო.

შესაბამის ფოტოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში 16 სექტემბერს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.

ამასთან, ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს სიტყვით დღეს მიმართავს