კონტრშეტევის ფარგლებში გავათავისუფლებთ ბახმუტს და კიდევ ორ ქალაქს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის განცხადებით, კონტრშეტევის ფარგლებში დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტს გაათავისუფლებენ რუსული ოკუპაციისგან. CNN-ის ცნობით,

ზელენსკიმ ამერიკელ ჟურნალისტებთან საუბარში ასევე განაცხადა, რომ კიდევ ორი ქალაქის დეოკუპაციის იმედი აქვს.

„ბახმუტს გავათავისუფლებთ. ვფიქრობ, კიდევ ორი ქალაქის დეოკუპაციას მოვახდენთ. არ გეტყვით, რომელი ქალაქების, ბოდიში.

ასე რომ, ჩვენ გეგმა გვაქვს. ძალიან, ძალიან კომპლექსური გეგმა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. 

კითხვაზე, როგორ შეიძლება აისახოს ზამთარში ამინდის გაუარესება ფრონტზე არსებულ ვითარებაზე, ზელენსკიმ აღნიშნა:

„ზამთარში ვერ გავჩერდებით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ გავჩერდეთ შემოდგომის რთულ დღეებსა და ზამთრის უამინდობაში“, – ამბობს ზელენსკი.