რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შენობაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად, ერთი სამხედრო მოსამსახურე დაკარგულად ითვლება

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სევასტოპოლში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად, ერთი სამხედრო მოსამსახურე დაკარგულად ითვლება, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, თავდასხმის დროს დაზიანდა შტაბის შენობა, საჰაერო თავდაცვის ძალებმა კი ხუთი რაკეტა, მათ შორის ფრთოსანი რაკეტები ჩამოაგდეს.