პრორუსი უკრაინელი პოლიტიკოსის ვიქტორ მედვედჩუკის თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის არ შეუძლია უპასუხოს შეიარაღებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების წინადადებებს.
„ის არ არის დაინტერესებული იმ მნიშვნელოვანი დანაკარგებით, რომელსაც ქვეყანა განიცდის ფრონტზე. ზელენსკიმ თავისი პოლიტიკური კურსით დაამტკიცა, რომ უკრაინის მოქალაქეების დიდი რაოდენობით სიკვდილი, უბრალოდ არ აინტერესებს. ის ქვეყნისთვის ამბიციურ სამხედრო და პოლიტიკურ მიზნებს აყენებს, ამისთვის კი დასავლეთი გულუხვად აწვდის იარაღს და ფულს. კანიბალურ სისტემაში მოლაპარაკებების ადგილი ნამდვილად არ არის“, – აცხადებს მედვედჩუკი.
მედვედჩუკი უკრაინის კონტრდაზვერვამ 2022 წლის 12 აპრილს დააკავა. ის უკრაინიდან ცდილობდა გაქცევას. რამდენიმე თვის შემდეგ იგი რუსეთის მიერ დატყვევებულ მარიუპოლის დამცველებზე გაცვალეს.