სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, ერევანში საპროტესტო აქციები გრძელდება. ამის შესახებ სომხური მედია იტყობინება.
„არმენპრესის“ ცნობით, სამართალდამცველებმა 53-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს.
ერევანში დაუმორჩილებლობის აქციები 25 სექტემბერს დილიდან დაიწყო. ისინი მთიან ყარაბაღში არსებულ სიტუაციას აპროტესტებენ და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებდნენ.
ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანმა 19 სექტემბერს მთიან ყარაბაღში „ანტიტერორისტული ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა, ხოლო მეორე დღეს ოფიციალურმა ბაქომ თქვა, რომ ოპერაცია დაასრულა და აღადგინა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა.
მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში უკვე 2000-ზე მეტი ლტოლვილი ჩავიდა.