ბორელი: ჩვენ უნდა განვაგრძოთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, უნდა უზრუნველვყოთ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება რუსეთთან

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა, უკრაინაში ომის დასასრულებლად უკრაინისადმი ევროკავშირის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელებას მხარი დაუჭირა ასევე სამომავლოდ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებაც ისაუბრა. ამის შესახებ Europa Press წერს.

„უკრაინის პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმის უკან ბევრი ქვეყანა დგას და თუ ჩვენ არ დავეხმარებით უკრაინას სამხედრო გზით, ეს ქვეყანა ვერ შეძლებს თავის დაცვას”, – განაცხადა ბორელმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხრიდან უკრაინისთვის გაწეული დახმარება უფრო დიდია ვიდრე აშშ-ის.

ბორელმა ასევე მოახლოებულ ზამთართან დაკავშირებით თქვა, რომ უამინდობის გამო სამხედრო ოპერაციები შენელდება და მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტში უკრაინის რუსეთთან მოლაპარაკებები რთულად წარმოსადგენია, მისივე თქმით, ევროკავშირმა უკრაინა უნდა დარწმუნდეს, რომ რაღაც მომენტში სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს.