უკრაინის სასამართლომ ცნობილი ოლიგარქი იგორ კოლომოისკი 31 ოქტომბრამდე პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
სასამართლოს გადაწყვეტილებით ბიზნესმენს 510 მლნ გრივნის (13 მლნ. აშშ დოლარის) გადახდა შეუძლია გირაოს სახით და ამ შემთხვევაში მას ციხიდან შინა პატიმრობაში გაუშვებენ.
თავად კოლომოისკი აცხადებს, რომ ის არსად გაქცევას არ აპირებს და ამიტომ ის სასამართლოს მიერ 2 სექტემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.
სასამართლო სხდომის დაწყებამდე იგორ კოლომოისკიმ განაცხადა, რომ მას ნათესავებთან შეხვედრის უფლებას არ აძლევენ.