ლატვიის პოლიცია დააჯარიმებს მძღოლებს მანქანებზე წარწერისთვის „მე რუსი ვარ“

ლატვიაში სამართალდამცველებს შეუძლიათ დააჯარიმონ მანქანების მფლობელები, რომლებზეც შეამჩნევენ სტიკერს წარწერით „მე რუსი ვარ“.

„წარწერის აღმოჩენისთანავე სამართალდამცველები მათ დაუყოვნებლივ მოხსნას მოითხოვენ, ხოლო კანონდარღვევის დადგენის შემთხვევაში, „პროვოკაციული წარწერების“ გამომქვეყნებელი მოქალაქეები დაჯარიმდებიან“, – აცხადებენ ლატვიის პოლიციაში.

უწყებაში განმარტეს, რომ არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მსგავსი შინაარსის სტიკერები შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც სამხედრო აგრესიის გზავნილი ან რუსეთის ომის დანაშაულების მხარდაჭერის გამოხატვა.