მთიან ყარაბაღში საწვავის საცავში აფეთქება მოხდა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

მთიან ყარაბაღში საწვავის საცავში აფეთქება მოხდა.

მთიანი ყარაბაღის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში აცხადებენ, რომ აფეთქება ყარაბაღი-ასკერანის გზაზე საწვავის საცავში მოხდა. აფეთქების შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები.  ასობით ადამიანი დაშავდა.

ხელისუფლება არ აკონკრეტებს მსხვერპლთა რაოდენობას.

მედიის ცნობით, რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.