თბილისის მერმა ავარიულ სახლებში მცხოვრებ ოჯახებს ახალი ბინების გასაღებები გადასცა

თბილისის მერმა ავარიულ სახლებში მცხოვრებ ოჯახებს ახალი ბინების გასაღებები გადასცა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქის მერიამ წარმოადგინა პროგრამა, რომლის საშუალებითაც ეტაპობრივად შეძლებენ ავარიული კორპუსების ჩანაცვლებას ახალი, თანამედროვე საცხოვრებელი ფართებით.

„თბილისში სამწუხაროდ, 10 ათასამდე ავარიული შენობა-ნაგებობა გვაქვს, რომელსაც ცხადია სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობა აქვს მინიჭებული და დედაქალაქის მერიამ წარმოადგინა პროგრამა, რომლის საშუალებითაც ჩვენ ეტაპობრივად შევძლებთ ამ კორპუსების ჩანაცვლებას ახალი, თანამედროვე საცხოვრებელი ფართებით. ჩვენ 2017 წელს დავპირდით მოსახლეობას, რომ დავიწყებდით აღნიშნული პროგრამის განხორციელებას და ძალიან მიხარია, რომ უკვე გვაქვს ხელშესახები მიღწევები ამ მიმართულებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.