გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა მოუწოდა აზერბაიჯანს ყარაბაღში საერთაშორისო დამკვირვებლები დაუშვას.
„გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ მნიშვნელოვნად გავზარდო ჩვენი ჰუმანიტარული დახმარება და გავზარდო ჩვენი დამატებითი დაფინანსება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისთვის ორიდან ხუთ მილიონ ევრომდე“, – აღნიშნა ბერბოკმა.