ჯანდაცვის მინისტრი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

ჯანდაცვის მინისტრი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

როგორც ჯანდაცვის სამინისტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ვიზიტის ფარგლებში, ზურაბ აზარაშვილი უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრ შანდორ პინტერს შეხვდა, რომელიც უნგრეთის ჯანდაცვის, განათლების, სოციალური საკითხებისა და სხვა მიმართულებებს ხელმძღვანელობს.

„ზურაბ აზარაშვილმა, კოლეგას საქართველოში სამედიცინო და ფარმაცევტულ სექტორში მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, რეფერენტული ფასწარმოქმნის ამოქმედებას, ასევე, მიმოქცევაში არსებული, წამლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით GMP/GDP სტანდარტების დანერგვის მნიშვნელობას.

მხარეებმა, საყოველთაო ჯანდაცვის მოქმედების 10 წლის შედეგებზე ისაუბრეს. განიხილეს დაფინანსების ახალი – DRG მოდელი, რომელიც საქართველოში 2022 წლის ნოემბრიდან მოქმედებს. ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ მოდელის ამოქმედების შემდეგ, ჯანდაცვის სერვისებზე მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები მკვეთრად შემცირდა.

უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, საქართველოში მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა და ქართულ მხარეს, ჯანდაცვის სერვისების მოწყობისა და დაფინანსების მოდელთან დაკავშირებით უნგრეთის გამოცდილება გაუზიარა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.