სომხეთში დააკავეს ერევნის ყოფილი მერი ალბერტ ბაზეიანი. ის სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ ტერაქტის მომზადებაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.
სასამართლომ ბაზეიანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ალბერტ ბაზეიანი ერევნის მერი 1999-2001 წლებში იყო.
ცნობისთვის, სომხეთში გრძელდება საპროტესტო აქციები პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით.