სოსო არჩვაძე: 2012 წელთან შედარებით ბიუჯეტის მოცულობა თითქმის სამჯერაა გაზრდილი და ამის მიზეზია ის გაწონასწორებული ეკონომიკური პოლიტიკა, რასაც დღევანდელი ხელისუფლება ახორციელებს

2012 წელთან შედარებით ბიუჯეტის მოცულობა თითქმის სამჯერაა გაზრდილი და ამის მიზეზია ის გაწონასწორებული, რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკა, რასაც დღევანდელი ხელისუფლება ახორციელებს, – ამის შესახებ ექსპერტმა, სოსო არჩვაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

„ეკონომიკის ზრდა მოემსახურება როგორც ქვეყნის განვითარებას, ისე მისი საერთაშორისო ავტორიტეტის ცნობადობისა და ინტერესის გაზრდას“, – აღნიშნა ექსპერტმა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.0 პროცენტით განისაზღვრა.